აქტუალური
თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ოლეგ ტაბაკოვის თეატრი საქართველოში ოსტროვსკის პიესის – „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ – დადგმით ჩამოვიდა. ერთ-ერთ სცენაში სერგეი ბეზრუკოვმა, რომელიც ეგორ გლუმოვის როლს ასრულებს, წარმოთქვა ქართულად დასწავლილი ფრაზა: „ხელქვეითი უნდა იყოს მორცხვი და მთრთოლავი“, და ჰალსტუხის ღეჭვას შეუდგა. პრეზიდენტის მომხრეებმა ამაში მიხეილ სააკაშვილის საქციელზე მინიშნება დაინახეს – აგვისტოს ომის დღეებში ტელეჟურნალისტებმა ქვეყნის პირველი პირი დააფიქსირეს, როდესაც ის ტელეფონით ლაპარაკის დროს საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა. მმართველი ძალის რეაქცია მაყურებლის საქციელმა გაამძაფრა: დარბაზი რუს მსახიობებს ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა!