პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება

1-boker-poolitika2თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა,  რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საკმაოდ აგრესიულ და მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

ბოკერიამ ბოლო დროს მოხშირებული დაპატიმრების შემთხვევების კომენტარი გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, იმ შემთხვევაში, სადაც ეს „მისაღები და რაციონალურია“, დასჯის მსუბუქი ფორმები გამოიყენონ, მაგალითად –  ჯარიმა.

პოლიტიკოსებს კი ბოკერიამ შეახსენა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობა და მისი წახალისება დაუშვებელია. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნებასა და სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის მეტი წილი ხელისუფლებას ეკისრება.

საქინფორმის შენიშვნა: ყველაფერი სწორია, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და მისი წახალისების დაუშვებლობის თაობაზე ლოგიკური შეკითხვა იბადება: ნებისმიერ სხვა დროს ეს მისაღებია?!