სამართალი
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. სამტრედიის პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე დააკავა.
კალაძის პრესმდივანი ოთარ ჩრდილელი ამბობს, რომ თევზაძე პირდაპირ საარჩევნო შტაბში აიყვანეს, თანაც – დაკავების მოტივის განმარტების გარეშე. ჩრდილელი ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს. ავთანდილ თევზაძის დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, სანამ თევზაძეს პოლიციის განყოფილებიდან არ გამოუშვებენ.