საზოგადოება
თბილისს პირველად აკურთხებენ
1-sazogad-1-religia-1თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ქვეყანაში არჩევნების წინ შექმნილი რთული სიტუაციის გამო და ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება დღეს თბილისის კურთხევის შესახებ. მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილეობით, ლოცვითა და ნაკურთხი წლის სხურებით ოთხი მიმართულებიდან დაიწყება. ვაკედან, საბურთალოდან, დიდუბიდან მომავალი მორწმუნეთა კოლონები 16.00 გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან და გაერთიანებული პროცესია მეტეხის ხიდისკენ გაემართება, სადაც მსვლელობას მეოთხე ნაკადი შეუერთდება სამგორის რაიონიდან და 18 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება.