პოლიტიკა
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებულია ქართული მხარის გადაწყვეტილებით, გაასაჯაროოს გამოძიების მასალები ქართული ოპოზიციის შესაძლო კავშირზე ქართველ „კანონიერ ქურდებთან“. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მოადგილე ვინსენტ ფლორიანის განცხადებაში.
„ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართველი ოპოზიციონერის და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი წარმოშობით ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფების შესაძლო შეთქმულების გეგმაზე მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მიუცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.