საზოგადოება
„კანონიერი ქურდი“ ნაციონალი აღმოჩნდა!

1-nacion-sazoooga3თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „მაესტრო“ იუწყება, „კრიმინალური ავტორიტეტი“ ლევან რევიშვილი, რომელიც საქართველოს შსს-ის მასალებში ფიგურირებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია.

ჩანაწერებში ლევან რევიშვილი სხვადასხვა „კანონიერ ქურდთან“ ურთიერთობს და ჰყვება, როგორ უკეთებდა ორგანიზებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

რევიშვილის მეზობლების თქმით, მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ მათ არაფერი იციან, თუმცა აცხადებენ, რომ ის და მისი ძმა აქტიურად არიან ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში და ნაციონალების წინასაარჩევნო კამპანიაში.

და კიდევ ერთი შეცდომა. ჩანაწერებში კრიმინალურ სამყაროში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ დავით ხიზანიშვილი ახალგაზრდა კაცს ესაუბრება, რომელიც წარმოგვიდგინეს, როგორც გიორგი უგულავა, მერე კი აღმოჩნდა, რომ ეს არის გივი ბლიაძე. ასე რომ, საქართველოს შსს-ს სასწრაფოდ მოუხდა, გამოეცვალა ტიტრები და იმისი ფოტო, ვინც შეცდომით მიაკუთვნეს „კანონიერ ქურდებს“.

ერთი სიტყვით, კომპრომატების ავტორებმა ბევრი იაღლიში დაუშვეს. მაგრამ მათი გაგება შეიძლება –ა ძალიან ჩქარობდნენ. ხელისუფლებას ისე უნდოდა, ოპოზიციის მიერ მთელი მსოფლიოსთვის თავზარდამცემი კადრების გავრცელებით მიღებულ ნოკაუტზე ნოკდაუნით მაინც ეპასუხა, მაგრამ არ გამოვიდა!