სამართალი
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „ნაცმოძრაობა“ აიკრძალება, როგორც დანაშაულებრივი პარტია, – ასე მიაჩნია ყოფილ სახალხო დამცველს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს რაიონში პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ ნანა დევდარიანს. მისი აზრით, ყველა წესიერ ადამიანს, რომელიც ასე თუ ისე აღმოჩნდა საქართველოს მმართველი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – გვერდით, ჯერ კიდევ აქვს ამ დანაშაულებრივი რეჟიმისგან დისტანცირების დრო.