აქტუალური
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი ხელისუფლების შესანარჩუნებლად და შეუძლია პროვოკაციებსაც მიმართოს.
„მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ ქუჩაში ვერ გამოგვიყვანს! – აღუთქვა ივანიშვილმა, – როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მე მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რასაც ეს ხელისუფლება ცდილობს პირველი დღიდან, რაც მე პოლიტიკაში მოვედი“.