სამართალი
ქსნის ციხის საშინელებები

1-qsani-samarTaaali3თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ამტკიცებს, რომ ქსნის №15 კოლონიის ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა განყოფილებაში ისეთი საშინელებები ხდება, რომლებთან შედარებით გლდანის №8 საპყრობილეში პატიმართა წამებაც კი მონაგონია. ამის შესახებ მან გაზეთ „ალიას“ უამბო: ქსნის ტუბზონაში ციხის უფროსითოლორდავა, ხოლო მისი მოადგილე – ვინმე „ნინძა“... იცით, რას აკეთებს ეს ნინძა? სასიკვდილოდ რომ არის გადადებული, აი, იმ ტუბერკულოზიან პატიმარს გამოიყვანს, თვითონ ჩაიცვამს ნინძ ფორმას და კარატეს ილეთების გამოყენებით სასტიკად სცემს ისედაც დაუძლურებულ და გაუბედურებულ პატიმრებს!.. მოგეხსენებათ, ტუბერკულოზიან ადამიანს რომ მთელი ძალით წიხლს ჩაარტყამ მუცელში, ის პირიდან სისხლს ამოიღებს და ეს სატანა ამას რომ უყურებს, ამით ტკბება!.. ჯანდაცვას იმ ტუბზონაში იცით, ვინ კურირებ? ნინო კალანდაძის (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, – საქინფორმი) ნახევარძმა, რომელიც იყო ბაჩო ახალაიას უახლოესი ძმაკაცი და მარჯვენა ხელი!.. ალექსანდრე მუხაძე, რომლის შესახებაც დღეს ამდენს ლაპარაკობენ და რომელმაც პატიმარი სერგო თეთრაძე გაუპატიურების დროს მოკლა, მაშინ, ბაჩო ახალაიას დროს, ციხის რეზბალნიცის უფროსად დანიშნა ახალაიამ!, – აცხადებს მამა ელიზბარი.

„მეც გავხდი ამ ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ სცემდა და აწამებდა ბაჩო ახალაია ინსულტიან კაცს, რომელიც ინვალიდის ეტლში იჯდა“, – ამბობს მამა ელიზბარი. მისი თქმით, ეს იყო თბილისში ცნობილი ადამიანი, მაგრამ მისი დასახელება არ სურს.