სამართალი
თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ პროტესტისა და პატიმრებისადმი სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
როგორც ჯაფარიძემ „GHN“-ს განუცხადა, მისთვის, როგორც საქართველოს კონსულისათვის, რომელიც წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის – თურქეთში ქართველ პატიმართა უფლებებს იცავდა, ყოვლად მიუღებელია საკუთარ სამშობლოში პატიმართა მიმართ ასეთი ვანდალური დამოკიდებულება.