სამართალი
ახალგაზრდა და ჯანმრთელი წაიყვანეს, ინვალიდი დააბრუნეს…

1-invalidi-samarTaaa1თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. დიდი სიხარული იყო ლანჩხუთელი გიგაშვილების ოჯახში, როცა 22 სექტემბერს აცნობეს, რომ მათი შვილი კოტე პატიმრობიდან ვადამდე გაათავისუფლეს. არ ეგონათ, რომ მისი ციხიდან დაბრუნება ტანჯვად და ტკივილად მოუბრუნდებოდათ... სახლში  საკაცით შეიტანეს. წვრილმანი ხულიგნობისათვის მსჯავრდებული კოტე 3 წელიწადსა და 8 თვეში ინვალიდად იქცა. ახალგაზრდა კაცი ლოგინიდან არ დგება, დაუნაწევრებლად მეტყველებს და განუწყვეტლივ ეხვეწება ვიღაცას, არ მომკლათო. მშობლები აპირებენ,  თბილისში ექიმებს მიმართონ და გაარკვიონ, რა სჭირს მათ შვილს, მაგრამ ამჟამად გიგაშვილების ოჯახს ამისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნია, ადგილობრივი ექიმების განკარგულებაში კი სათანადო აპარატურა არ არის.

რისთვის დააპატიმრეს?! მეზობლებს ბეჭედი დაეკარგათ. ეს იმ დროს მოხდა, როცა კოტე მათთან სახლში იყო. ეჭვი მიიტანეს ახალგაზრდა, ბავშვიან ქალზე, რომელიც ასევე იყო სახლში. კოტემ გადაწყვიტა, დანაშაული თავის თავზე აეღო, იფიქრა, ყველაფერი მოგვარდებაო. ვინ იფიქრებდა, რომ ბეჭდის ქურდობისათვის წლებს მისცემდნენ და ინვალიდად გადააქცევდნენ, – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა.

გასაკვირი ისაა, რომ მომხდარის მიუხედავად, კოტე გიგაშვილის მშობლებს სახელმწიფოს დახმარების იმედი აქვთ. თუმცა ჯერჯერობით ყველა ინსტანცია დუმს…