აქტუალური
მოჭიდავეები „ქართულ ოცნებას“ ირჩევენ

1-nozaZe-aqtuuu3თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა რამაზ ნოზაძემ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩემი მეუღლე ფოთელია. დღეს აქ რთული სიტუაცია შეიქმნა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით მეტად ძლიერდება ზეწოლა. ამიტომ გადავწყვიტე, გვერდით დავუდგე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას და რითაც შევძლებ, დავეხმარო“, – განუცხადა ნოზაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

პოლიტიკურ კოალიციას შეუერთდა ოზურგეთის ჭიდაობის კლუბი „ფალავანიც“. ეს განცხადება აღსაზრდელებსა და მათ მშობლებთან ერთად მწვრთნელმა ზურაბ ზურაბიანმა გააკეთა. მისი თქმით, მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ზარების მიუხედავად, მან კოალიციასთან შეერთება გადაწყვიტა. თუმცა ოზურგეთის სპორტული განვითარების ცენტრის დირექტორის პოსტის დატოვება მოუხდა იმის გამო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არჩევნებზე 5 000 მომხრის ხმების უზრუნველყოფა მოსთხოვეს.