აქტუალური
თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ლევან ლასხიშვილი, ალეკო ჩახვაძე და ვეფხია წიტაძე ოზურგეთელმა პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ამოწმებდნენ, ადგილზეა თუ არა წინასაარჩევნო პლაკატები, რადგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ღამღამობით პლაკატებს ხევენ. თითქოს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ, მაგრამ პოლიციელებმა მათ საქციელში რაღაც საეჭვო დაინახეს და ნარკოლოგიური ტესტის ჩასატარებლად გურიის სამხარეო პოლიციაში წაიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის შენობის წინ კოალიციის წევრები იდგნენ. გამთენიისას, ნარკოტესტის ჩატარების შემდეგ დაკავებულები, როგორც იქნა, გაათავისუფლეს.