საზოგადოება
„სინამდვილეში ახალი დადგენილება უამრავ ბარიერს უქმნის ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს. ვგულისხმობ ნორმას, რომლის მიხედვით, თუ ადამიანი გადაღების ადგილს მიატოვებს, დაბრუნებას ვეღარ შეძლებს“, – განმარტა ფოფხაძემ და განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.
რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძის შეფასებით, ფაქტობრივად, მასმედიის წარმომადგენელთა და დამკვირვებლების აკრედიტაციამ მნიშვნელობა დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბნებზე ნორმალური მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ. „წარმოუდგენელია კამერებისთვის საგანგებო ადგილების გამოყოფა, რადგან ზოგიერთ ადგილას საარჩევნო უბნები ორი ოთახისგან შედგება. არცერთი ჩვენი მოთხოვნა, ფაქტობრივად, გათვალისწინებული არ იქნა“, – ამტკიცებს მამალაძე.