საზოგადოება
ინგა გრიგოლია წავიდა. და აღარ დაბრუნდება?

1-inga-sazogadoebaa1თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ კანდიდატურა მოხსნა. მან ასე გამოხატა პროტესტი კენჭისყრის დღეს მედიის მუშაობის ახალი წესების წინააღმდეგ. „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე გრიგოლიამ მეგობრებისა და ნაცნობებისთვის ასეთი ჩანაწერი დატოვა: ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

როგორც ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისთვის ფოტო- და ვიდეოგადაღება შეუზღუდავი იქნება საარჩევნო უბანზე მათი შემოსვლიდან პირველი 10 წუთის განმავლობაში, ხოლო ამ დროის ამოწურვის შემდეგ მათ კამერებიანად უნდა გადაინაცვლონ საგანგებოდ გადაღებისთვის გამოყოფილ ადგილებზე, რომლებიც ხმის მიცემის ადგილიდან არანაკლებ 3 მეტრით იქნება დაშორებული, და საიდანაც საარჩევნო ურნა გამოჩნდება. შეზღუდვა არ ვრცელდება, აგრეთვე, მობილური ტელეფონით გადაღებაზე. აკრძალულია მხოლოდ თავად საარჩევნო კაბინაში გადაღება.