პუბლიკაციები
შემოხაზე ციფრი „5“, მიეცი „ნაც-ანალურ მოძრაობას“!

1-analit-politnewსაქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი: მიშა სააკაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, ვინც დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს და ოპოზიციას მხარს უჭერს, მტრებს, მოღალატეებს და წარსულის გადმონაშთებს ეძახის, რომლებიც, როგორც კლასი, განადგურებას ექვემდებარებიან, არ შეიძლება ასეთად იწოდებოდეს.

საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი: ის ვერსად შეიკრიბება – თბილისში, ძველ შენობაში, სხდომათა დარბაზი უკვე აღარ არსებობს, ახალში კი, ქუთაისში, კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება შეიძლება.

საქართველოს არ ჰყავს მთავრობა: მინისტრები ბოროტმოქმედები-ჯალათები-მანიაკები აღმოჩნდნენ, რომლებსაც გაასამართლებენ.

საქართველოს არ ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი: მისი დანიშვნა არ შეიძლება, იმიტომ, რომ მაშინ, კონსტიტუციით, პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა უნდა წარედგინოს, საქართველოს კი პარლამენტი არ ჰყავს.

საქართველოში არ არის სახალხო დამცველი: ომბუდსმენი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დანიშნეს.

საქართველოში არ არის მართლმსაჯულება, პენიტენციარული და სამართალდამცავი სისტემები – არიან პროკურორები, რომლებიც ბრძანებებს ასრულებენ, მოსამართლე-ნოტარიუსები, რომლებიც მათ აფორმებენ, და პოლიციელები, რომლებიც პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ.

საქართველოს არ ჰყავს მეგობარ-პარტნიორები: თბილისის ციხეებში პატიმრების წამება ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების საელჩოებიდან რამდენიმე ნაბიჯში ხდებოდა, მაგრამ ყველა მათგანმა საქართველო დემოკრატიის შუქურად და სასამართლო, პენიტენციარული და სამართალდამცავი სისტემების რეფორმირების ეტალონად გამოაცხადა, გაერომ კი გუშინ მიშა თავის ტრიბუნასთან დაუშვა...

საქართველოში არ არის ეკონომიკა: არის ღატაკი და უმუშევარი მოსახლეობა – და ბიწიერებაში, მოპარულ ფულსა და ფუფუნებაში ჩაფლული ხელისუფლება.

არიან თუ არა საქართველოში ქართველები, მოქალაქეები და ქართველი ხალხი?! ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

საქინფორმი

 

2012 წლის 26 სექტემბერი, არჩევნებამდე 5 დღით ადრე