სამართალი
„პატარა გოგომ“ პასუხი უნდა აგოს

1-eka-samarTaa2თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. უფლებადამცველთა გაერთიანება შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძის (რომელსაც პრეზიდენტი „პატარა გოგოს“ უწოდებს) პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, იმისათვის, რომ მისი მითითებით სისტემატურად აპატიმრებენ „ქართული ოცნების“' აქტივისტებსა და უფლებადამცველებს, აგრეთვე, თავს ესხმიან ჟურნალისტებს.

„დღემდე უცნობია „ქართული სიტყვის“ ჟურნალისტის მაკა დეკანოსიძის ადგილსამყოფელი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მისი თქმით, „პატარა გოგო“ დამნაშავეა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლების დარღვევაში.