პოლიტიკა
პატრულის თანამშრომლებმა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპყრობილეებში ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები შეცვალეს, რათა იქ წესრიგი და ცნობილი ვიდეოკადრების შემდეგ გამწვავებული სიტუაციის კონტროლი უზრუნველეყოთ. როგორც ჩანს, წესრიგი დამყარდა. ყოველ შემთხვევაში, პატიმრები პრესის წარმომადგენლებს უცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიციის შესვლის შემდეგ მათ უკეთ ეპყრობოდნენ.
მინისტრის თქმით, რეფორმა ფრაგმენტული არ იქნება და მხოლოდ გლდანის ციხეს არ შეეხება. გეგმაშია სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების ახალი კადრებით დაკომპლექტება.
მაშ ასე, პატრული წავიდა. მაგრამ შეიძლება დაბრუნდეს. იმიტომ, რომ, თუ რიგი ციხეებიდან შემოსული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, იქ სიტუაცია კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.