საზოგადოება
მთელი ქვეყნის სტუდენტებო, გაერთიანდით!

1-seertdiT-saazodag2თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ასეთი მოწოდებით მიმართა სტუდენტურმა მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-მა ყველა სტუდენტს აქციაზე, რომელიც ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაიმართა.

„შევქმნათ პრეცედენტი, რათა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლის, სისტემური ძალადობისა და სოციალური უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის რეალური ბერკეტები ექნება. ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ პოლიტიკურ სივრცეში რელიგიური ან ეროვნული გრძნობებით მანიპულირებას“, – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918“-ის ორმა წევრმა სტუდენტმა თავი დანით დაისერა და მაისურებზე სისხლით წააწერა „მე მიყვარს პოლიცია“. ამით მათ სურდათ, თვალსაჩინოდ ეჩვენებინათ, როგორ ზეწოლას განიცდიან და რას ითმენენ ციხეებში პატიმრები.