საზოგადოება
„ქართული ოცნება“ გვაფრთხილებს: ხელისუფლება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს

1-ocneba-sazzzoo1თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გაერთიანების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევნების წინ ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით პროვოკაციას ამზადებს. სანდო წყაროებზე დაყრდნობით ის ამტკიცებს, რომ საქართველოში უკვე შემოიყვანეს 10 ბოევიკი, რომლებიც უნდათ წარმოაჩინონ, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული შეიარაღებული ჯგუფი.

ფანჯიკიძემ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ეს ტყუილია, რადგან კოალიცია არანაირად არის დაინტერესებული არეულობაში და, პირიქით, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი ამოცანაა – მშვიდად მივაღწიოთ არჩევნებამდე, რადგანაც ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში და შევცვლით ხელისუფლებას. არეულობა, ბოევიკები, პროვოკაციები აწყობს მხოლოდ იმას, ვისაც არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი“, – განაცხადა პრესსპიკერმა.