აქტუალური
თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. რუსთავის №6 საპყრობილის წინ შეკრებილმა პატიმართა მშობლებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მათთან ერთად იმყოფება ჟურნალისტი და მწერალი ლალი მოროშკინა. როგორც მას ერთ-ერთმა დედამ უამბო, მისი შვილი საწოლზე ბორკილებით ჰყავდათ მიბმული.