პოლიტიკა
„საქართველოს აზერბაიჯანელები საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ“

1-anons-politikaa1თბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თურქთა კონფედერაციის ინფორმაციის დეპარტამენტმა საქინფორმის რედაქციას გადმოუგზავნა კონფედერაციის თავმჯდომარე დაშგინ გიულმამედოვის ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

„ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საპარლამენტო არჩევნებს“, – ამის შესახებ საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტმა დაშგინ გიულმამედოვმა განაცხადა. მან თქვა, რომ საქართველოს თურქთა კონფედერაცია მხარს არ უჭერს არც მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არც ბ. ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საქართველოს აზერბაიჯანელებს ყოველთვის მხოლოდ არჩევნების დროს იყენებდნენ. ამჯერად ასეთი რამ არ მოხდება. საქართველოს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ისინი ხმას არავის მისცემენ. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ზეპირი მიმართვა ბორჩალოს (ქვემო ქართლი) მოსახლეობისადმი.

კანდიდატები ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ჩვენს ინტერესებს არ წარმოადგენენ, რადგან მათი კანდიდატურები ჩვენს მოსახლეობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ხელისუფლება და ოპოზიცია შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებისა და სომხების ხმებით შესაძლებელია ამა თუ იმ პარტიისთვის გამარჯვების მოტანა. ეს საკმაოდ სერიოზული ფაქტია. მაგრამ ხელისუფლება და ოპოზიცია ყოველთვის ატყუებდნენ აზერბაიჯანელებს. ჩვენ არჩევნებაში მონაწილეობაში აზრს ვერ ვხედავთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, – აღნიშნა დაშგინ გიულმამედოვმა“.