სამართალი
თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ახალგაზრდობის ჯგუფის“ წევრ გიორგი აფხაიძის განცხადებით, რუსთავის №1 საპყრობილეში პატიმრების წამება უწინდებურად გრძელდება. ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელმაც მასთან დაკავშირება მოახერხა, ირწმუნება, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას ისევ იყენებს.