სამართალი
თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს რკინის ზღუდეები შემოავლეს. გადაწყვეტილება დარბაზის ადმინისტრაციამ ვანდალიზმის შესაძლო აქტებისგან თავდასაცავად მიიღო.
„მათ სურთ, სამოქალაქო პროტესტს მოარიდონ ის ადამიანები, რომლებსაც ეკონცერტებათ და ემღერებათ“, – აცხადებენ იქ მოწყობილი აქციების ორგანიზატორები. ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასწრების მსურველთათვის რამდენიმე დღის წინ ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს და მასში გამვლელებს სტვენითა და შეძახილებით – „გრცხვენოდეთ!“ – აცილებდნენ.