საზოგადოება
ამ კვირაში მძიმე მარხვაა გამოცხადებული

1-saz2relig2თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 26, 27 და 28 სექტემბერი მძიმე მარხვის დღეებად გამოაცხადა.

პატრიარქის თქმით, „საქართველოს სჭირდება ძალა,  სულიერი და ადამიანური მშვიდობა. ეს ყველაფერი მოგვეცემა, თუკი ხალხი ღმერთთან იქნება. შევთხოვოთ უფალს, გავუღოთ გული უფალს, და უფალი შემოვა ჩვენში, და ჩვენ – უფალში“.