სამართალი
საპროტესტო აქციები ქუთაისში

1-quTaisi-samaaa3თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საპროტესტო აქციები – „შეაჩერე აქტი“ – დღეს დილიდან დაიწყო ქუთაისში. საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელშიც მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, პროკურატურის შენობასთან შეიკრიბა.

ისინი ქუთაისში აქციების გამართვას 10 დღის განმავლობაში გეგმავენ. სიმბოლურად შავი ფერის მაისურებში ჩაცმული ხალხი აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან გამართავენ.
ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ზუგდიდშიც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩვენო შტაბთან. მათ მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს.
„შეწყვიტეთ ძალადობა!“, „მოვითხოვთ თავისუფალ გარემოს!“ – ამ ლოზუნგებით ისინი შტაბის წინ დაახლოებით ერთ საათს გაჩერდნენ.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ როლანდ ახალაიას სახლთან მომხდარი ფაქტიც, როცა ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.