სამართალი
„ქართველი“ ბლოგერები საქინფორმის გვერდებს ბლოკავენ და ცოცხებით გაუპატიურებას იწონებენ!

1-samarTთბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. პატივცემულო საქინფორმის მკითხველებო! როგორც თქვენ, ეჭვგარეშეა, გახსოვთ, ინტერნეტდივერსანტების ჯგუფმა, რომელიც „ქართველი“ ბლოგერების სახელით არის ცნობილი (სიტყვა „ქართველი“ ბრჭყალებში შემთხვევით არ არის ჩასმული, რადგან ისინი სახელმწიფო – ქართულ ენას, არ ფლობენ), 2012 წლის 5 მარტს საქინფორმის რედაქციასა და მის მთავარ რედაქტორზე თავდასხმა მოაწყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა თანდასწრებით და ინტერნეტში ჩვენს საიტზე www.gruzinform.ge მრავალრიცხოვან თავდასხმებს გაუკეთა ორგანიზება.

დღეს ისინი სოციალურ ქსელFacebоok“-ზე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გვერდებს ბლოკავენ („სააგენტო საქინფორმი», „GRUZINFORM”,  „ГРУЗИНФОРМ»), აღნიშნავენ მათ, როგორც სპამს, რის შემდეგაც „Facebоok“-ის ადმინისტრაცია ჩვენს ინფორმაციას, ანუ პოსტებს შლის.

 

როგორც იცით, საქინფორმის რედაქციაზე ზემოხსენებული თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებამ – პროკურატურამ, პოლიციამ და იუსტიციის მინისტრმა – დაუსჯელად დატოვა, რამაც გვაიძულა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიგვემართა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ინტერნეტდივერსანტების ჯგუფი, რომელიც „ქართველი“ ბლოგერების სახელით არის ცნობილი, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მითითებით მოქმედებს და მისი „სამართალდამცველი“ ორგანოების დავალებებს ასრულებს, ბუნებრივია, ძალოვანი სტრუქტურების ძლიერი მფარველობით სარგებლობს – კერძოდ, გუშინდელი დღიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძის – „ახალგაზრდა სიმპათიური ქალის, რომელიც მალე მისდგება ოპოზიციას“...

ქართველი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება გვინდა, მივაქციოთ, რომ „ქართველი“ ბლოგერების ზემოხსენებული ჯგუფი, რომელსაც ახლო „სამუშაო“ კონტაქტები აქვს „ჟურნალისტ“ ოლეგ პანფილოვთან (ЖОП), ტელეარხ „პიკთან“ (ПУК), ზოგიერთ ინტერნეტსააგენტოსა და „კლუბებთან“, თავიანთ გვერდებზე სოციალურ ქსელებში მხურვალედ იწონებენ საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებას – კერძოდ, ცოცხებითა და ხელკეტებით მათ გაუპატიურებას!

საქინფორმის რედაქცია