მმართველი პარტია არჩევნებიდან მოიხსნას!
თბილისი, 21 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებებმა (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადადგომა) ვერანაირად ვერ დააკმაყოფილა თბილისის ცენტრში, ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილენი. ასობით რიგითი მოქალაქის გვერდით აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. მომიტინგეებმა, მოუწოდებენ რა ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისა და დამნაშავეთა დასჯისკენ, მათ შორის, – შს ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიასი, წამოაყენეს მოთხოვნა –
მოიხსნას საპარლამენტო არჩევნებიდან მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. აქციის წევრები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.
საქინფორმის მკითხველთათვის: აქციები არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ტარდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს მასობრივად ტოვებენ როგორც რიგითი წევრები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი მუშაკები.