სამართალი
პატიმართა წამების საქმეზე 10 თანამშრომელი დააკავეს

1-daakaves-sammaaar1თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პატიმართა წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების სისტემის 10 თანამშრომელი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გააკეთა.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე დაკავებული არიან საჯარო მოხელეები, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები: გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ლევან ფუცხვანიძე, გიორგი კვარაცხელია, ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე, ბორის ფარულავა. ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად დაისჯება“, – აღნიშნულია განცხადებაში.