პოლიტიკა
Human Rights Watch ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

1-gogia-pooliti2თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გლდანის ციხეში პატიმართა წამების შესახებ „Human Rights Watch“-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„მომხდართან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს კრიმინალური გამოძიება. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელი და დაწვრილებითი გამოძიება, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, უზრუნველყოს დაზარალებულები კომპენსაციით და მიიღოს ზომები, რომ მსგავს ექსცესებს ადგილი აღარ ჰქონდეთ მომავალში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პატიმრების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე.
„დაკავებულის მიმართ სექსუალური ძალადობა წამების განსაკუთრებით მძიმე სახეა და მთავრობამ ყოველი ზომა უნდა მიიღოს დამნაშავეთა დასასჯელად“, – განაცხადა „Human Rights Watch“-ის უფროსმა ექსპერტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გიორგი გოგიამ.

 

ცნობისათვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების დამადასტურებელი კიდევ 3 ვიდეომასალა საქართველოს სხვა ციხეებში, მათ შორის, არასრულწლოვანთა კოლონიაში.