აქტუალური
ნანა დევდარიანი საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა

1-nana-aqtuua1თბილისი, 20 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანა დევდარიანი ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ღია ცის ქვეშ ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნანა დევდარიანმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ პროცესებზე გაამახვილა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, რასაც „თავისუფალი საქართველო“ არ შეეგუება და თითოეული ამომრჩევლის ხმას დაიცავს.

ნანა დევდარიანმა მოსახლეობას არჩევნებზე „თავისუფალი საქართველოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.