საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443-ე მუხლების;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის;
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის;
1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცის „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ (CAT).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოითხოვს, სრულყოფილად იქნეს გამოძიებული გავრცელებულ ვიდეომასალებში აღნიშნული ფაქტები და კანონის სრული სიმკაცრით დადგეს ყველა სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობა.
როგორც დღეს იუწყება საქინფორმი, პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 3 ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტრომ“ და „TV 9“-მ გაავრცელეს გუშინ, საღამოს და ღამით, ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერ. მასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.
ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირობა დადო, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა ის, ვინც ამ ფაქტებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. ამ უკანასკნელმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გათავისუფლება და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვა.