თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გუშინ თბილისში, ფილარმონიის დიდი დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ახალი მიუზიკლის – „ვერის უბნის მელოდიების“ – წარმოდგენას ესწრებოდა, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის ვადაც დღეს, 19 სექტემბერს, 12.00 საათზე ამოიწურა.
აქციის ერთ-ერთის ორგანიზატორის – საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძის, განცხადებით, თუ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და შსს მეთაური ბაჩო ახალაია თანამდებობებს არ დატოვებენ, ისინი დაიწყენებ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს. როგორც დავით კირკიტაძემ აღნისნა, მოთხოვნების სეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქცია სასჯელსღსრულების სამინისტროსთან გადაინაცვლებს.საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს ბევრ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და სხვ., რაც გამოწვეული იყო ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „TV 9“-ის მიერ გუშინ, საღამოს და ღამით, გავრცელებული 3 ვიდეომასალით. მასალები გავრცელდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ქართველი ემიგრანტის – გიორგი ფოფხაძის – მიერაც.
ვიდეომასალებში ნაჩვენები იყო პატიმართა წამების კადრები (რომლებიც სასჯელს გლდანის №8 საპყრობილეში იხდიან), ასევე, გაუპატიურება დუბინკებით უკანა ტანიდან, უკიდურესად სასტიკი ცემა და დამამცირებელი ფორმა – ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით. სამივე ეს ვიდეო შესაბამის ევროსტრუქტურებს გადაეცა.