რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: WELCOME, ამერიკა-ევროპა!

1-anons-analit2იამაყე, ამერიკა-ევროპავ! ჩვენ დიდი სიახლე გვაქვს: ახლა ჩვენც ისეთები ვართ, როგორც თქვენ, უკეთესებიც კი! თქვენ გუანტანამო და აბუ-გრაიბი გაქვთ, სადაც სამხედროები პატიმრებს – სამხედრო ტყვეებს აწამებენ, ჩვენ კი გლდანის ციხე №8 გვაქვს, სადაც პოლიციელები პატიმრებს – საკუთარ მოქალაქეებს აწამებენ!

საქინფორმის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge ორი ვიდეოა: დატკბით თქვენი 10-წლიანი შრომისა და მილიარდობით დოლარის ნაყოფით! WELCOME – სტრატეგიულო პარტნიორო და ნატოს მომავალო წევრო – „დემოკრატიის შუქურავ“ – „რეფორმირებულო“ საქართველოვ: აქ პატიმრებს ხელჯოხებით და ცოცხებით  აუპატიურებენ, უკანა ტანიდან!

ბრავო, „სახალხო დამცველო“ გიორგი ტუღუშო, თავისუფლების ინსტიტუტის გამოზრდილო! ჩვენთვის შენ დიდი ხანია ომბუდსმენი კი არა, ომნიბუსი ხარ!

ბრავო, ხათუნა კალმახელიძევ! ჩვენთვის შენ დიდი ხანია ნამდვილი სასჯელების აღსრულების მინისტრი ხარ იურიდიული დახმარების გარეშე, რომელიც მალე შენ თვითონ დაგჭირდება!!!

ეი, თქვენ რატომღა დუმხართ: პროქტო-პოლიტოლოგო სოსო ცინცაძევ, ვაზელინო მიშა თავხელიძევ, ჟურნალისტო ოლეგ პანფილოვო (ЖОП) და ყველა დანარჩენო, მმართველი რეჟიმის უკანალის მლოკველებო, სხვა დროს ოცდაოთხი საათი ეკრანებიდან რომ არ ჩამოდიხართ?! არ გინდათ, მოგვიყვეთ – „რატომ გამოუვიდა საქართველოს“?! ალბათ, სიამოვნებას იღებთ, როდესაც თავს გაუპატიურებული პატიმრის ადგილზე წარმოიდგენთ?! ქართველი ხალხი თქვენც იმავეს გისურვებთ!

P.S. იმ დროს, როცა ტელევიზიით და „Facebook“-ით საზარელი წამების კადრები ვრცელდებოდა, „ზეიმის“ მთავარი დამნაშავე ფილარმონიაში, უნიჭო მიუზიკლის წარმოდგენაზე, ერთობოდა, და მხოლოდ გამოფხიზლების შემდეგ – დილის 4 საათზე – განაცხადა, რომ „ძალიან გაბრაზებულია“! პრეზიდენტი სააკაშვილი ხომ დარწმუნებულია – საქართველოში ნებისმიერი ტრაგედია მხოლოდ ფარსია, თუნდაც – სისხლიანი...

ამიტომ, თანამემამულენო! სანამ 1 ოქტომბერს ციფრ „5“-ს შემოხაზავთ, ამ პატიმრების ადგილზე თქვენი შვილები, ქმრები და მამები წარმოიდგინეთ – მათ განაჩენს ხომ არ აწერთ ხელს?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი

2012 წელი,18-დან 19 სექტემბრის ღამე, თბილისი