აქტუალური
„სამართლიანი საქართველოსთვის“ გერმანიის დელეგაციას შეხვდა

1-javaxiZe-aqtuuu3თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. მოძრაობის – „სამართლიანი საქართველოსთვის“ – მხარდასაჭერად მოძრაობის ლიდერ სერგო ჯავახიძის მოწვევით საქართველოში იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგისა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ედუარდ ლითნერი, გაბრიელე სტაუნერი, დიმოს გათიდისი, მარკუს ლინთნერი, სამირა ფაცარ-ისმაილოვა და ელადა მაცუკატიდუ.

შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების, გაყინული კონფლიქტების კერებისა და სხვა აქტუალური საკითხები.

პირველ შეხვედრაზე ისინი გაეცვნენ პარტიის ძირითად პროგრამას. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს ყოფილმა წევრმა, გერმანულ-აზერბაიჯანული ორგანიზაციის პრეზიდენტმა, პარლამენტართა კლუბის თავმჯდომარე ედუარდ ლითნერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას გეზი ევროპისაკენ აქვს აღებული.

ბავარიის სახელმწიფო კანცელარიის მეთაურ გაბრიელა შტაუნერის განცხადებით, სერგო ჯავახიძემ მათ საქართველოს პრობლემები გააცნო.

მოძრაობის ლიდერმა სერგო ჯავახიძემ აღნიშნა, რომ ურთიერთობები გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.