საზოგადოება
„ქართული ოცნება“ ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს

1-programa-sazzoga1თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან იტყობინებიან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პროექტის – „საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები“ – ფარგლებში დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუნდთან ერთად ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს.

ღონისძიებას გახსნის ფადი ასლი – საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე,  მისასალმებელი სიტყვით კი გამოვა ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, დიპლომატიური კორპუსი.

ღონისძება გაიმართება ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფით.