პოლიტიკა
თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩეხეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ.
შეხვედრას კოალიცია „ქართული ონების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, აგრეთვე, დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მინისტრებს ამჟამად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აინტერესებდათ.
„მათ აინტერესებდათ დღევანდელი მდგომარეობა, როგორ მოვედით აქამდე, რას ვაპირებთ მომავალში. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების მიმართ და ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში არა რომელიმე პარტიის, არამედ დემოკრატიის მხარდასაჭერად. მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვა და ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობა და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.