აქტუალური
საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები ეწვევიან

1-noviza-aqtuuu3თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოში ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვლენ. მათი ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა. ისინი საბუთების უსაფრთხოებასა და საზღვრის მენეჯმენტის საკითხებს შეისწავლიან.

ამ წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს სამოქმედო გეგმასაც გადასცემს, რომლის განხორციელების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან რეადმისიისა და გამარტივებულ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას 2011 წელს მოაწერა ხელი.