აქტუალური
ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე სულ ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ სკოლაში დახვდებათ.
გარდა ამისა, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში დახვდება ნეტბუკი „ბუკი“.
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. „ბუკები“ კომპანიებმა – „ალგორითმმა“ და „ინტელმა“ – საქართველოში დაამზადეს.
როგორც ჟურნალისტებს განათლების სამინისტროში განუცხადეს, დღესვე სასწავლო პროცესი უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებშიც დაიწყება. სტუდენტები სწავლას კერძო უმაღლესებშიც შეუდგებიან. თუმცა კერძო სასწავლებლების ნაწილმა მეცადინეობები გასულ კვირას უკვე განაახლა.