აქტუალური
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუშინდელი განცხადებით, მან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩასატარებლად კომპანია „GfK“ დაიქირავა, რომლის სათავო ოფისი ნიურნბერგშია განთავსებული.
არჩევნების დღეს ეგზიტპოლის ორგანიზების გარდა, „GfK“- თან 230 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი სექტემბერში ორი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებასაც ითვალისწინებს.საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს გამოკითხვა საქართველოს 220 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და 25 000 რესპონდენტი გამოიკითხება, რაც 3%-მდე ცდომილებას იძლევა.
„GfK“-მ პირველად ეგზიტპოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერის არჩევის დროს ჩაატარა.