საზოგადოება
მიწების დაკანონების შესაძლებლობა სვანეთში

1-miwebi-sazzogaa3თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა სვანეთში მიწების დაკანონების აუცილებლობა. ამის შესახებ სააკაშვილმა მესტიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია სვანებმა დაიკანონონ ის მიწები, რომლებიც მათ დიდი ხანია, ეკუთვნით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ფურცელზე  გაფორმებული არ არის.

სააკაშვილის განცხადებით,  მიწების დაკანონება აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს ამ მიწებით სარგებლობა და მათი მეშვეობით გამდიდრდეს.

„ეს იმისთვის კი არ გვინდა, რომ ვიღაც ამოვიდეს და თქვენს მიწებზე სასტუმროები ააშენოს. თქვენ უნდა ააშენოთ, თქვენი უნდა იყოს. როცა მიწა თქვენია, ბანკიდან კრედიტსაც ადვილად აიღებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.