საზოგადოება
ივანიშვილი: „სააკაშვილის ხელისუფლებას დაშლა ემუქრება!“

1-uaryo-sazzogaa2

თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ წინადღით კოალიციის (რომელიც, როგორც ცნობილია, 6 პარტიისაგან შედგება) სავარაუდო დაშლაზე გაკეთებული განცხადება მარნეულში ვიზიტისას დააზუსტა. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დაშლა სააკაშვილის ხელისუფლებას უფრო ემუქრება.

ივანიშვილმა დააზუსტა, რომ კოალიციას პარლამენტში, უბრალოდ, სხვადასხვა ფრაქცია ეყოლება.

„ჩვენი კოალიცია არ დაიშლება და არ დაინგრევა. უბრალოდ, მას ექნება სხვადასხვა ფრაქცია, რაც სრულიად ნორმალურია“, – განაცხადა ივანიშვილმა.