საზოგადოება
ცესკო საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნებს ხსნის

1-ubnebi-sazzooga1თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ცესკომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცესკოში ჟურნალისტებს აცნობეს, საზღვარგარეთ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613-ს შეადგენს, მათგან 1 409 ამომრჩეველმა 10 სექტემბრის ჩათვლით საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა.

ამ მონაცემების საფუძველზე ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ.

დამატებით შეიქმნა №43 საარჩევნო უბანი ესპანეთის სამეფოში, ქ. ბარსელონა; №44 საარჩევნო უბანი – კანადაშ, ქ. ოტავა; №45 საარჩევნო უბანი – ირლანდიაში, ქ. დუბლინი; №48 საარჩევნო უბანი – უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტი; №49 საარჩევნო უბანი – პორტუგალიის რესპუბლიკაშ, ქ. ლისაბონი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ცესკოს დადგენილებით, საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა.