პოლიტიკა
ნატოს ელჩები სახალხო დამცველს შეხვდნენ, რომელმაც საქინფორმის დაცვაც კი ვერ შეძლო...

1-nato-ppolitti1

თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ნატოს ელჩების ვიზიტი დაიწყო. ალიანსის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშთან გამართეს. ნატოს ელჩები წინასაარჩევნოდ მედიასთან დაკავშირებული პრობლემებით დაინტერესდნენ, მათ შორის, სატელიტური თეფშებით. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტთ მყოფ ნატოს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა ჟურნალისტებს.

ტუღუშის თქმით, შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა იკითხეს, თუ რამდენი ტელევიზია მუშაობს და რამდენად მნიშვნელოვანია სატელიტური თეფშებით სიგნალის გავრცელება. ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, მათ ზოგადი სურათი გავაცანით. ისინი დაინტერესდნენ, ასევე, თუ რით იყო განპირობებული ყადაღის დადება სატელიტურ თეფშებზე, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველის თქმით, ნატოს ელჩებს აინტერესებდათ ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო 6 თვის განმავლობაში სახალხო დამცველის საქმიანობა.

საუბარი შეეხო ქართული მედიის ზოგად პრობლემებს წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, საკითხს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველისგან აღნიშნული ინფორმაციის მოსმენა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესდნენ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშითაც და იკითხეს, თუ რა მიმართულებით იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობა, აგრეთვე, მიმართა თუ არა რომელიმე პარტიამ სახალხო დამცველს, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველის ოფისში ნატოს ელჩებთან შეხვედრა, დაახლოებით, 1 საათს გრძელდებოდა.

საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ სახალხო დამცველმა არ შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობაარ დაიცვა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმისჟურნალისტები, როდესაც 2012 წლის 5 მარტს დღისით-მზისით, პოლიციის პატრულის თანდასწრებით! – ჩვენს რედაქციაზე იყო განხორციელებული თავდასხმა, რაზეც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩსჯონ ბასს, ღია წერილით აცნობა. სახალხო დამცველმა მართლმსაჯულებას ვერ მიაღწია და ფორმალობითსამართალდამცავ სტრუქტურებში გაგზავნილი ორი წერილითშემოიფარგლა, რომლებმაც ბატონი გიორგი ტუღუში პასუხის ღირსადაც არ მიიჩნიეს! ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ რც პროკურატურამ, რც პოლიციამ, არც იუსტიციის მინისტრმა, მიუხედავად მათდამი ჩვენი არაერთგზის განცხადებისა, არ ჩაატარა ობიექტური გამოძიება და არ აღძრა სისხლის სამართლის საქმ საქართველოს სსკ 154- მუხლით (მე-2 ნაწილი), რომელიც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშემშლელი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რამაც გვაიძულა, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიგვემართა.

„ვიზიტი ვიზიტისთვის“ – სამწუხაროდ, ნატოს ელჩების საქართველოში ვიზიტს სხვაგვარად ვერ უწოდებ, თუ იმ პირთა წრეს გაეცნობი, ვისაც ისინი ხვდებიან...

ნატოს დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მათ შეხვედრები სახალხო დამცველიდან დაიწყეს. დელეგაციაში შედის ლიტვის ელჩი კესტუტის იანკაუსაკი, ესტონეთის ელჩი ლაური ლეპიკი და პოლონეთის ელჩის მოადგილე მიხაი მიარკა.

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს „must carry“-ს პრინციპის არჩევნების შემდგომ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ.

ამის შესახებ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, მათ შორის, მედიის პრობლემებს.

საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენებაზეც. მისი თქმით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამები ისმის. ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, საიამ ელჩებს წინასაარჩევნო დაუბალანსებელ გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შორის ბალანსი დაუცველია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემაც. მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აუდიტის სამსახურის საქმიანობაში დაშვებულ შეცდომებსაც.

ნატოს ელჩებთან შეხვედრაში 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძეს შეხვდებიან.

გარდა ამისა, დაგეგმილია სტუმრების გორში ჩასვლაც, სადაც ისინი სამხედრო ბაზას დაათვალიერებენ, შემდეგ კი დევნილებს შეხვდებიან.