სამართალი
თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. 2012 წლის 10 სექტემბერს მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მთავრობის მიმართ ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა. ამ მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის, რომ 2012 წლის 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე!“. ცენტრმა საქართველოს მთავრობის პროტესტი არ გაიზიარა და საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა. ეს კი ნიშნავს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მიჩნეულია საფრანგეთის მოქალაქედ როგორც საჩივრის შეტანის (15 აგვისტო, 2012 წელი), ასევე საჩივრის რეგისტრაციის თარიღისათვის (10 სექტემბერი, 2012 წელი)“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
საჩივრის რეგისტრაციის შემდგომი ეტაპი არის საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა, რომლის ფორმირების შემდეგაც საქმის განხილვა დაიწყება.