გამყრელიძე: „ასამბლეის განცხადება და მკაცრი კონტროლი დიდად მნიშვნელოვანია!“
თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალიან გავლენიანი ორგანიზაციაა და მათი ობიექტური განცხადებები და მკაცრი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და საზოგადოებაში არჩევნებისადმი ნდობა ამაღლდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა ძალადობის ფაქტებზე, რომელთაც, გამყრელიძის აზრით, განსაკუთრებით, ადგილი აქვს რეგიონებში. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო გარემო ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი იყოს.