აქტუალური
საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი თბილისში

1-forumi-aqtuu2თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზენსფორუმი იმართება. მისი ორგანიზატორები საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საელჩო არიან.

ბიზნესფორუმში თურქეთის მხრიდან მონაწილეობენ მშენებლობის, ავეჯის წარმოების, კვების მრეწველობის, ტურიზმის, სამედიცინო და ქიმიური პროდუქციის წარმოების, მეტალურგიის, საიუველირო და ავტომობილის ნაწილების წარმოების სექტორების წარმომადგენლები.

ბიზნესფორუმი მიზნად ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარებას ისახავს. საქართველოსა და თურქეთს შორის ბიზნესფორუმები სისტემატურად იმართება.