საზოგადოება
კეტრინ ეშტონი: „მე ღიად განვაცხადე – რას ველით არჩევნებისგან“

1-eSton-saaazo1თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა მორიგი განცხადება გააკეთა საქართველოს შესახებ და მომავალ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამ ურთიერთობების გაღრმავების მომხრე ვართ“.

ეშტონმა საქართველოზე სტრასბურგში ევროპარლამენტში ისაუბრა. გამოსვლისას მან რუსეთიც გააკრიტიკა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა სესიაზე ყოველთვიური ანგარიში წარადგინა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.