სამართალი
სირიულ ოჯახებს აფხაზეთში სახლებით უზრუნველყოფენ

1-afxaz-samarTaaa3თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელისუფლებამ სირიიდან ჩასული 13 ოჯახი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყო. „აპსნი პრესის“ ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბას შეხვდა და სირიიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების მდგომარეობით დაინტერესდა.

ადლეიბამ ალექსანდრე ანქვაბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 13 ოჯახი საცხოვრებელი სახლებით უკვე უზრუნველყოფილია. მათ ბინები დრანდას დასახლებაში გამოეყოთ.

კიდევ ოთხი ოჯახი, რომლებიც ამჟამად სასტუმრო „აიტარში“ ცხოვრობს, ბინებით უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება.

ადლეიბას ინფორმაციითვე, კიდევ ერთ ოჯახს გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სახლი აჩუქეს.