სამართალი
გეგმა ქართული უპილოტოების წინააღმდეგ ცხინვალში

1-upiloto-samaar1თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და ცხინვალში განლაგებული რუსეთის სამხედროები ქართული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ კომპლექსულ გეგმას ამუშავებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვადიმ სიუკაევმა განაცხადა.

„მუშავდება კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უკანონო ფრენების შემთხვევაში იქნება რეალიზებული“, – განაცხადა სიუკაევმა.

სიუკაევს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რა ღონისძიებებს გაატარებენ ქართული უპილოტოების მიმართ.